თავში

რა ნივთიერებებს შეიცავს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები - ქართველმა ქიმიკოსმა შემადგენლობა გაასაჯაროვა

რა ნივთიერებებს შეიცავს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები - ქართველმა ქიმიკოსმა შემადგენლობა გაასაჯაროვა
რა ნივთიერებებს შეიცავს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები - ქართველმა ქიმიკოსმა შემადგენლობა გაასაჯაროვა

ქართველი ქიმიკოსი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის თანამშრომელი ალექსანდრე ბახტაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"ჰოდა, მე ბოლოჯერ ვპოსტავ ვაქცინებზე/ვაქცინაციაზე, ნენა!

აგერაა, წაიკითხეთ...

სკოლა “ონლაინზე” არ გადაიყვანოთ - თორემ, მერე უარეს, ტვინისბურღ, პოსტებს დავდებ - ყველა ნახევარ საათში, მე ვიყო "რეგალიებით" სავსე, ალტ-ინფოს "ბალელშჩიკი" თინიკო თოფურია.

პფაიზერის ქიმია

საბაზისო "ელემენტი"

რნმ (რიბონუკლეინის მჟავა)

სხვა "ელემენტები":(4-ჰიდროქსიბუტილ)აზანდიენილ)ბის(ჰექსან-6,1დიილ)ბის(2-ჰექსილდეკანატი) მარტივად რომ გითხრათ [ALC-0315]2-[2(პოლიეთილენგლიკოლ)-2000]-N,N-დიტეტრადეცილაცეტამიდი - მარტივად: [ALC - 0159]დისტეაროილფოსფატიდილქოლინი - მარტივად (DSPC) ქოლესტერინიკალიუმის ქლორიდი

კალიუმის ფოსფატი

ნატრიუმის ქლორიდი

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი

საქაროზა

დისტილირებული (სტერილური) წყალი

"მესენჯერული"რიბონუკლეინის მჟავა

სწორედ ესაა პფაიზერის საბაზისო ინგრედიენტი და ახალი თაობის ვაქცინების "კვინტესენსია".

ორგანიზმისთვის ის ერთგვარ "ტრენერს" წარმოადგენს. მისი დახმარებით ორგანიზმი, უჯრედულ დონეზე სწავლობს საბრძოლო სტრატეგიებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რნმ არ არის უჯრედის "ცოცხალი ნაწილი" და მას ადამიანის დაინფიცირება არ შეუძლია.

ვაქცინაში წინასწარ შეყვანილი რნმ მთელ სხეულში "იფანტება" და უჯრედები, მისი დახმარებით, იწყებენ "საბრძოლო ჯარისკაცების" ფორმირებას. რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, "მესენჯერ რნმ" არ ურთიერთქმედებს თქვენს დნმ-თან (გენეტიკურ კოდთან). მას არანაირი შეხება არ აქვს დნმ-ის "შემნახველ საცავთან". ანუ ვაქცინაციის შემდეგ ორთავიან გორილად არ გადაიქცევით (არც ერთთავიან), ისევ სასურველ სარძლოდ/სასიძოდ დარჩებით (ნუ, ახლა, მანამდე თუ ასეთად არ ითვლებოდით მწარმოებელი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს თქვენს გაკეთილშობილებაზე), თქვენი ქართველობაც ადგილზე დარჩება, მშვიდად იყავით.

რნმ ვაქცინაციის მეცნიერული კვლევა ათეულ წლებს ითვლის. მაგალითად: შექმნილია გრიპისა და ცოფის საწინააღმდეგო რნმ ვაქცინები. ასევე, არაერთი წელია, mრნმ გამოიყენება სიმსივნური უჯრედების შესასწავლად. ამ შემთხვევაშიც, ეს უკანასკნელი, იმუნურ სისტემას სიმსივნურ უჯრედებთან "ბრძოლას ასწავლის". - ჰოდა, ერთ წელიწადში შექმნილ ვაქცინას "რავა გევეკარებიო", მავანმა... მინიმუმ ათი წელია დაწყებულია ეს კვლევები.

ა, თუ მაინცადამაინც, თქვენი სამეზობლოს პოპულაციაზე გნებავთ კვლევა?!

აი, ეგ არ ვიცი, sorry 

ლიპიდები

((4-ჰიდროქსიბუტილ)აზანდიენილ)ბის(ჰექსან-6,1დიილ)ბის(2-ჰექსილდეკანატი) [ALC-0315]

2-[2(პოლიეთილენგლიკოლ)-2000]-N,N-დიტეტრადეცილაცეტამიდი [ALC - 0159]

დისტეაროილფოსფატიდილქოლინი (DSPC)

საზოგადოდ, ლიპიდები ცხიმოვანი ნივთიერებებია (ქონოვანი, ზეთოვანი, ცვილოვანი).

წყალში არ იხსენბიან, მაგრამ მათ შეუძლიათ, კონკრეტულ ნაწილაკებს "ხელი ჩაჰკიდონ" (შემოეკრას) და სატრანსპორტო-დამცველობითი ფუნქცია შეასრულონ.

ლიპიდების ამ ფუნქციას, ჩვენი ორგანიზმი "აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე" იყენებდა/იყენებს/გამოიყენებს (უი, ეს ის ჩიპია?! თუ უფასო ინტერნეტი?!)

ჩვენს ვაქცინაში ლიპიდები mრნმ-ის გადასაადგილებლად გამოიყენება. ჩვეულებრივი ტაქსისტია, მაგრამ ზედმეტ კითხვებს არ სვამს, მანქანაში არ ეწევა, 37 მანეთად ნაყიდი ბილეთებითა და რუსი ნაშობის ბარკლების კაკაფონიით - ტვინს არ იმას უშვება mრნმ-ს (არც შუფუწინსკის ტაგანკას და ბარი ვაითის "ლუბოის" არ ურთავს შუა გზაში).

მარილებიკალიუმის ქლორიდი

კალიუმის ფოსფატი

ნატრიუმის ქლორიდი

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი

ამ მარილიების ქიმიური ფორმულები, რა თქმა უნა, გემახსოვრებათ სკოლის კურსიდან (თქვენი ქიმიის მასწავლებლები არ შეაღონოთ) 

მარილი ჩვეულებრივი (ნუ, საზოგადოდ, ერთ-ერთი მთავარი) პრუდუქტია ჩვენს სამზარეულოში (ნატრიუმის ქლორიდი- სუფრის მარილი).

ვაქცინის შემადგენლობაში მათი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მარილები მჟავიანობას აბალანსებენ, ამიტომ ვაქცინა შენახვისას სტაბილურია, შეაბამისად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის!

შაქარისაქაროზა ვაქცინის ერთ-ერთი კომპონენტია. მისი მთავარი ფუნქცია ვაქცინის სტაბილურობის შენარჩუნებაა (მოლეკულების ფორმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს)... კი, ეს ის შაქარია (თეთრი სიკდილი - მე ორი კოვზი შაქრით, თუ შეიძლება...).

ახლა რა მექანიზმით უზრუნველყოფს მოლეკულის ფორმის შენარჩუნებასო, მაგას რეალურად მეკითხები თუ მეღადავები?

თინა თოფურიას “წამოვუდგეთ ფეხზე”, აგვიხსნას, თავის მიკრობიოლოგებთან ერთად .

სურათზე მოცემულია სპეციალურად, ვაქცინისთვის სინთეზირებული მოლეკულები.

სად ხედავთ ეშმაკის ბეჭედს, ან იმპოტენცია/ლიბიდოს დაქვეითებას, ან ერექციის დავარდნას? - აქ, ჩავახველე და, ხალხო, ორი დოზით ვარ აცრილი - ყველაფერი ჯიგრულადაა.

ჰო, კიდევ, ეს მეცნიერებაა, ბათუმი-თბილისის მშენებლობები არ გეგონოთ. მომინდომეს აქ მოლეკულებში ოროთახიანი წყევლის ჩაშენება...წინასწარი კონსულტაცია ალერგოლოგთან - მაგასაც ღადაობთ?

თუ, კონკრეტულ პროდუქტზე სერიოზული გართულება არ გაქვთ (გულყრა, მაღალი ტემპერატურა, “ბოდვით რეჟიმზე გადასვა” - თუმცა, ამ უკანასკნელზე ბევრია გადართული, ჭამა-სმის გარეშეც) და მხოლოდ ორი “პრიშიკით” გამოხატავს თქვენი ორგანიზმი გაღიზიანებას - ამის გამო აცრას ნუ გადადებ!

მაგრამ კიდევ ერთი რაღაცაა, მე ალერგია მაქვს თინა თოფურიას პოსტებზე, ამის გამო ვაქცინაციის არ/ვერ ჩატარებაება, რა შუაშია?

ალოოოოოოოოოოო...

თუ, თინა თოფურია არ ზის ვაქცინაში - უნდა ავიცრათ, მეგობრებო" - წერს ალექსანდრე ბახტაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system