თავში

რა რეგულაციები იქნება ახალ წელს - ტიკარაძის განმარტება

რა რეგულაციები იქნება ახალ წელს - ტიკარაძის განმარტება
რა რეგულაციები იქნება ახალ წელს - ტიკარაძის განმარტება

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობა შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობისას რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთი მხრივ ვითვალისწინებთ იმ ზიანს, რაც შეიძლება მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას კოვიდ-ინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად, ასევე ვითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როდესაც ყველა ველოდებით ახალ წელს და შობას. ასევე, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ბიზნესის აქტიურ ფაზას, რომელიც არის დეკემბერში. ჩვენი მიზანი არ არის, რომ მოხდეს ისეთი და იმ ვადით შეზღუდვები, რომ ყველა ეს კომპონენტი არ დაზარალდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით პროცესს იმ პერიოდის შემდეგ, რაც დავაწესებთ შეზღუდვებს“, - განმარტა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system