თავში

რა საჩუქარი გადასცა პრეზიდენტმა პატრიარქს

რა საჩუქარი გადასცა პრეზიდენტმა პატრიარქს
რა საჩუქარი გადასცა პრეზიდენტმა პატრიარქს

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა, რომელიც თავად უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა - კურთხევით საქართველოში 1994 წელს დაიწერა და ამავე წელს იერუსალიმში, წმინდა მიწაზე გაიგზავნა, სადაც ქართველ მონაზვნებთან ინახებოდა. ამის შესახებ report.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

"26 წლის შემდეგ კი, წმინდა ნინოს ხატი წმინდა ნინოს მსგავსად, სიმბოლურად, იერუსალიმიდან საქართველოში გამოემგზავრა, სადაც წმინდა ნინოს გზას გაივლის და ამ გზას 11 ივლისს მცხეთაში დაასრულებს; 12 ივლისს კი, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვაზე სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენებენ.

აღსანიშნავია, რომ წმინდა ნინოს ხატის იერუსალიმიდან საქართველოში, კაბადოკიელი წმინდანის მიერ განვლილი გზით, სიმბოლურ მოგზაურობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტისას იერუსალიმის პატრიაქთან შეხვედრისას ისაუბრა" -
აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system