თავში

რა საგნებს ჩააბარებენ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე - აბიტურიენტების არჩევანი

რა საგნებს ჩააბარებენ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე - აბიტურიენტების არჩევანი
რა საგნებს ჩააბარებენ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე - აბიტურიენტების არჩევანი

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული 39,3 აბიტურიენტიდან ზოგად უნარებს მეოთხე საგნად მხოლოდ 4,5 ათასი აბიტურიენტი ჩააბარებს. მონაცემები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

აბიტურიენტთა არჩევანი საგნების მიხედვით ასეთია:

ისტორია - აირჩია 22 850 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

მათემატიკა - აირჩია 12 660 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ბიოლოგია - აირჩია 3250 -მდე აბიტურიენტმა;

გეოგრაფია - აირჩია 1040 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ზოგადი უნარები- აირჩია 4500 -ზე მეტმააბიტურიენტმა;

ლიტერატურა - აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სამოქალაქო განათლება- აირჩია 430 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია - აირჩია 2340 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ფიზიკა - აირჩია 200 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ხელოვნება - აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურას; 2. უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას აბარებენ. სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდაა. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. აბიტურიენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება 2020 წლის ეროვნული გამოცდები. წელს გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system