თავში

რა საკითხებზე იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ - თამარ გაბუნიას განცხადება

რა საკითხებზე იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ - თამარ გაბუნიას განცხადება
რა საკითხებზე იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შემზღუდავი ღონისძიებების აღსრულების ზომებსა და მონიტორინგის გამკაცრებაზე იმსჯელეს.

მისივე თქმით, საბჭოზე იმსჯელეს პირბადის ტარების მკაცრ რეკომენდაციაზე. გაბუნიამ აღნიშნა, რომ პირბადე დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. 

"ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია, აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომებისა და მონიტორინგის გამკაცრებაზე. რა თქმა უნდა, პირბადე ისევ არის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ასე რომ, ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაცია ყველა მოქალაქესთან არის ის, რომ პირბადე უნდა გამოვიყენოთ, როგორც გარე სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system