თავში

რა შემთხვევაში შეხვდებიან "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ხელისუფლების წარმომადგენლებს

რა შემთხვევაში შეხვდებიან "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ხელისუფლების წარმომადგენლებს
რა შემთხვევაში შეხვდებიან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების წარმომადგენლებს

"ნამახვენჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, გუბერნატორსა და დეპუტატებს შეხვდებიან. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას იმ შემთხვევაში დაესწრებიან, თუ ვიდეოგადაღების უფლება ექნებათ.

"თუ საუბარია დიალოგის გაგრძელებაზე, ჩვენ დავაყენებთ პირობებს, პირველი პირობა არის, რომ რეპრესიულ გარემოში არ გვიწევდეს ყოფნა. მერე ვნახოთ, რა სივრცე გაჩნდება დიალოგისთვის და რამდენად ადეკვატური იქნება ჩვენი პასუხი. ამ ხალხმა უნდა აგვიხსნან გადაწყვეტილების მიმღებები არიან თუ არა. დავაყენებთ საკითხს, რომ მედია იყოს შეხვედრაზე. თუ ამაზე არ დაგვთანხმდებიან, ჩვენი გადამღები საშუალება უნდა იყოს შეხვედრაზე", – განაცხადა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა რიონის ხეობის მცველებს დიალოგს სთავაზობს. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან, "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. 

მოსახლეობა ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system