თავში

რა შედეგს მოიტანს ახალი რეგულაციები - ამირან გამყრელიძის პროგნოზი

რა შედეგს მოიტანს ახალი რეგულაციები - ამირან გამყრელიძის პროგნოზი
რა შედეგს მოიტანს ახალი რეგულაციები - ამირან გამყრელიძის პროგნოზი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რა შემთხვევაშია მოსალოდნელი 2- თვიანი შეზღუდვების დასრულების შემდეგ COVID-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკის კლება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ყველა რეკომენდაციასა და წესებს დაიცავს, 2 თვის შემდეგ ყოველდღიური შემთხვევები 1 500-1 700-ის ფარგლებში იქნება.

"თუ ჩვენ აღვასრულეთ ყველაფერი, ეს რეგულაციები რაც არის, თუ დავიცავით ის წესები, რაც რეკომენდებულია - ამ 2 თვის შემდეგ ჩვენი ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა უნდა ჩამოვიდეს დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში. იგივე ასეთი გათვლები აქვს იმ ინსტიტუტს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 780 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 118 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი და საერთო რაოდენობა 102 270-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1161 ადამიანი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system