თავში

რა შეიძლება და არ შეიძლება გაციების დროს - გიორგი ღოღობერიძის რჩევები - VIDEO

რა შეიძლება და არ შეიძლება გაციების დროს - გიორგი ღოღობერიძის რჩევები
რა შეიძლება და არ შეიძლება გაციების დროს - გიორგი ღოღობერიძის რჩევები - VIDEO

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს რომელი ვირუსები იწვევს ყველაზე ხშირად გაციებას და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს. 

"ბოლო დროს გაციება პრობლემად იქცა, რადგან ზოგს ჰგონია, რომ კორონავირუსი აქვს და რეალურად, გაციებულია. 

გაციება ცნობილია, როგორც მწვავე ვირუსული ნაზო-ფარინგიტი. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ცხვირის და ხახის ლორწოვანი გარსების ანთება ხდება. ამას 200-ზე მეტი ვირუსი იწვევს.  აქედან, ყველაზე ტიპური ვირუსი, რომელიც გაციებას იწვევს, ცხვირის ვირუსი – რინოვირუსია. დაახლოებით 80 პროცენტში არის ეს რინოვირუსი.

შეხვდები გაციებულს და კონტაქტიდან 2 დღეში ნიშნები შენც გივლინდება. ხასიათდება კლასიკურად, ახლავს სურდო, ცხვირის სიწითლე, შეშუპება, შესიებულია ცხვირი და შეგუბებული გაქვს. გარდა ამისა, ყელი გტკივა და ხმაც შეცვლილი გაქვს. შეიძლება გქონდეს ხველა და ცემინებაც. რა თქმა უნდა, ხველა და ყელის ტკვილი შემთხვევათა მხოლოდ 30 პროცენტში ვლინდება. 

როგორ ვებრძოლოთ გაციებას – ამის წინააღმდეგ ყველაზე კარგი გზა არის, გაციებულთან კონტაქტის შემდეგ ხელების კარგად დაბანა. ხელის დაბანა არის ძალიან კარგი საშუალება გაციების წინააღმდეგ.

თუ მაინც დაინფიცირდი, დაიმახსოვრე რა უნდა გააკეთო: თუ გექნება სიცხე და იქნება შემაწუხებელი, ამ შემთხვევაში იყენებ იპუპროფენს და პარაცეტამოლს. გამოიყენე იბუპროფენი, იმიტომ რომ იბუპროფენი კარგად მუშაობს გაციების დროს, განსხვავებით პარაცეტამოლისგან, რომლის ეფექტიც გაციების დროს დადგენილი არ არის.

არ გამოიყენო ხველის საწინააღმდეგო საშუალებები. ფულს დახარჯავ ტყუილად. ეს გაციება არ გრძელდება უსასრულოდ. მაქსიმუმ 7-10 დღე. არ გინდათ ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება. მითუმეტეს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სურდოს მოსახსნელი პრეპარატების ეფექტურობაც ძალიან დაბალია. მაგრამ ის რაც კარგად მუშაობს გაციების დროს, ეს არის თუთია. თუ გაციების ნიშნების დაწყებიდან პირველ 24 საათში თუთიას მიიღებ, შემცირდება დაავადების სიმძიმე და ხანგრძლივობა. გარდა ამისა, შეიძლება სხვა მედიკამენტებიც აღარ დაგჭირდეს, რადგან მდგომარეობდან გამოხვალ სწრაფად. მაგრამ თუთიის დოზა უნდა იყოს სწორად არჩეული. იმაზე მეტი დოზა უნდა მიიღოთ გაციებისას, ვიდრე ჩველებრივ შემთხვევაში. მაგრამ მესამე დღიდან თუთიის მიღება უკვე დაგვიანებულია. 

ცე ვიტამინს თუ მიიღებთ, დაავადების ხანგრძლოვობას ოდნავ შეგიმცირებთ, მაგრამ სიმძიმეს დიდად არ ცვლის. დე ვიტამინის სარგებელი სამწუხაროდ არ ვიცით. 

არ დალიო ანტიბიოტიკები გაციების დროს. ნუ გადაყრი სისულელეში ფულს. რადგან გაციებას იწვევს ვირუსი და არა ბაქტერია. 

თუ საერთოდ არ დალევთ წამალს, ეს ყელაზე კარგი ვარიანტია" - ამბობს ექიმი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system