თავში

რა შემთხვევაში არ უნდა გაუკეთოთ ბავშვს კოვიდზე ტესტი

რა შემთხვევაში არ უნდა გაუკეთოთ ბავშვს კოვიდზე ტესტი
რა შემთხვევაში არ უნდა გაუკეთოთ ბავშვს კოვიდზე ტესტი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა ტესტირებებით ბავშვის ზედმეტად დასტრესვა და ტრავმირება საჭირო არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა უკვე ვიცით, რომ მშობელი ან ოჯახის რომელიმე წევრი კოვიდინფიცირებულია.

„თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, დღევანდელ სიტუაციაში მშობლებს ძალიან ხშირად აინტერესებთ, ეს კოვიდი არ იყოს... პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, ეს არის. თუ ოჯახში ვინმეს აქვს კოვიდი და ბავშვს უდასტურდება ტემპერატურა, ეს უსათუოდ იქნება კოვიდი. 

მშობლებს ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ არ არის საჭირო არანაირი ტესტირება, არანაირი PCR ტესტი. ნუ მივაყენებთ ზედმეტ ტრავმას ბავშვს. კოვიდიც ჩვეულებრივად იმართება, როგორც სხვა ვირუსული ინფექციები. მას განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება, რასაკვირველია, გარდა იმ შემთხვევისა თუ ბავშვი არ დამძიმდა.

მარტივი ვირუსის სიმპტომებია: ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი. ეს ძალიან დიდ დისკომფორტს ანიჭებს ბავშვს. ამ შემთხვევაში ცხვირს სჭირდება სანაცია და მოვლა. თუ ვირუსი მოხვდა ყელში, არის ფარინგიტები, ტონზილიტები, წამოხველება. ხშირად არის ხოლმე ხველა და მშობლები კითხულობენ: ჩემს შვილს პნევმონია ან ბრონქიტი არ ჰქონდეს... სინამდვილეში ხშირად ამის მიზეზი არის ის, რომ ცხვირის შიგთავსის გადადენა ხდება ხახის უკანა კედელზე, რაც ხველის პროვოცირებას იწვევს, ამ შემთხვევაში ცხვირს მოვლა სჭირდება, იგივე ინჰალაციების საშუალებით შეგვიძლია დავატენიანოთ სასუნთქი გზები“- აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა „მთავარი არხის“ დილის გადაცემაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system