თავში

რა შემთხვევაში გაუთანაბრდება ერთხელ აცრილი ადამიანი ორჯერადად ვაქცინირებულს - განმარტება

რა შემთხვევაში გაუთანაბრდება ერთხელ აცრილი ადამიანი ორჯერადად ვაქცინირებულს - განმარტება
რა შემთხვევაში გაუთანაბრდება ერთხელ აცრილი ადამიანი ორჯერადად ვაქცინირებულს - განმარტება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც კოვიდის გადატანის შემდეგ, 1-ჯერადად აცრის შემთხვევაში, მათივე ქვეყნები მიანიჭებენ ორჯერადად ვაქცინირებული პირის სტატუსს. 

ასეთ მოქალაქეები საქართველოს საზღვარის გადმოკვეთას შეძლებენ.

"პირობითად, თუ ადამიანი საქართველოში შემოსვლისას არის ორჯერადად აცრილი, მას არ ეხება შეზღუდვა საზღვრის კვეთისას, ასევე არ ეხება სხვა რეგულაციები თუ რამე არსებობს, მაგალითად სემინარებზე, კონფერენციებსა და ვორქშოფებზე დასწრება. 

ბევრი ქვეყნის პრაქტიკა არსებობს, რომ თუ ადამიანს კოვიდი აქვს გადატანილი და აცრილია ერთხელ, ის ითვლება ორჯერადად აცრილად. შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება ამ სტატუსის გათანაბრება. ეს ჩვენი ქვეყნის რეგულაცია არ არის, მე ვსაუბრობ ადამიანებზე, რომელბიც თავიანთ ქვეყნებში ჩაითვალნენ ორჯერ აცრილად და მიენიჭათ სრულად ვაქცინირებულის სტატუსი" - განაცხადა ღიბრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system