თავში

რა შესთავაზა მთავრობამ პოლონელ ტურისტს, რომელიც თბილისში დაჭრეს

რა შესთავაზა მთავრობამ პოლონელ ტურისტს, რომელიც თბილისში დაჭრეს
რა შესთავაზა მთავრობამ პოლონელ ტურისტს, რომელიც თბილისში დაჭრეს

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა პოლონელი ტურისტის დაჭრაზე საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები დიდ ევროპულ ქალაქებშიც ხდება. თურნავას თქმით, ტურისტს საპარტნიორო ფონდთან ერთად ლიკანის სასტუმროში რეაბილიტაციის კურსი შესთავაზეს.

"ნებისმიერ დიდ ევროპულ ქალაქში ხდება დროდადრო ასეთი სამწუხარო შემთხვევები. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო და ეს ერთეული შემთხვევა სწრაფად იქნა რეაგირების ქვეშ მოქცეული.

დღეს ეს ადამიანი თავს გრძნობს კარგად, დღეს-ხვალ გაეწერება და ჩვენ საპარტნიორო ფონდთან ერთად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსი ლიკანის სასტუმროში, სადაც შეძლებს, რომ აღიდგინოს ძალები". - ამბობს თურნავა.

ცნობისთვის, 7 ივლისს ნათია თურნავამ დაჭრილი ტურისტი კლინიკაში მოინახულა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, პოლონეთის მოქალაქეს ხეთაგუროვის ქუჩაზე რამდენიმე აგრესიული პირი დაესხა თავს , ერთ-ერთმა მათგანმა გულის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტურისტის დაჭრის მიზეზი საყურე გახდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული ხმალაძე ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და მისი მოკვლა განიზრახა. გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც მკვლელობის მცდელობას ხულიგნური ქვენა გრძნობით გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system