
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა, რის გამოც არსებული რეგულაციები იცვლება.
კერძოდ:
- 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს;
- საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება;
- 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა იზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები; აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე;
- უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას;
- ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00-მდე.