თავში

რა შეზღუდვები დაწესდება სააღდგომოდ - მთავრობა საპატრიარქოსთან კონსულტაციებს მართავს

რა შეზღუდვები დაწესდება სააღდგომოდ - მთავრობა საპატრიარქოსთან კონსულტაციებს მართავს
რა შეზღუდვები დაწესდება სააღდგომოდ - მთავრობა საპატრიარქოსთან კონსულტაციებს მართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის გათვალისწინებით, აღდგომის დღესასწაულის უმტკივნეულოდ გამართვასთან დაკავშირებით პოზიციები საპატრიარქოსთანაც შეჯერდება.

გამყრელიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ თემაზე საპატრიარქოსთან კონსულტაცია უკვე მიმდინარეობს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომ აღდგომამ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ამ ყველაზე დიდმა დღესასწაულმა, ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება. 

მეორეს მხრივ დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების. ვფიქრობ, შეთანხმებამდე მივალთ და თან ისეთზე, რომ ზომიერ ფარგლებში ვიდღესასწაულოთ ჩვენი დღესასწაული და დავიცვათ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system