თავში

რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა

რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა
რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა

ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში დამატებითი შეზღუდვები ცხადდება. მთავრობა გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. 

გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დაიხურება სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ცვლილება შეეხება გადაადგილებას. 22:00 საათის ნაცვლად, გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება. 

შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც, თუმცა არ გაჩერდება თბილისის მეტროპოლიტენი. 

არ დაკეტება სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები, აგრარული ბაზრები და სილამაზის სალონები. 

დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან დაიწყება. 

რაც შეეხება ახალი წლის დღესასწაულს - დაწესებული შეზღუდვები 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 1 იანვრის დილის 05:00 საათამდე მოიხსნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system