თავში

რა სიმპტომები აქვს "ომიკრონს" და რა ასუსტებს მას - გამყრელიძის განმარტება

რა სიმპტომები აქვს "ომიკრონს" და რა ასუსტებს მას - გამყრელიძის
რა სიმპტომები აქვს ომიკრონს და რა ასუსტებს მას - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონს“ შედარებით აკავებს ბუსტერიზაცია.

"მთავარი რეკომენდაცია, რაც „ომიკრონს“ შედარებით აკავებს, ეს არის ბუსტერიზაცია. სასურველია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც ორჯერ აიცრა, გაიკეთოს ბუსტერი. აცრები გახლავთ მთავარი შემაკავებელი. ვინც არ არის აცრილი, აუცილებლად უნდა აიცრან. მნიშვნელოვანია პირბადის უნივერსალური ტარება, რომელიც აკავებს „ომიკრონსაც“.ასევე დისტანცია, სანიტარიზაცია და თავის არიდება თავშეყრის ადგილების.

"ომიკრონიც" იგივე სიმპტომებით იწყება. განსხვავებული აქვს ის, რომ ახასიათებს ძლიერი სურდო, ასევე ღამის ოფლიანობა, ყელის ჩახეხვა",- აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება ახალ შტამ „დელტაკრომს“, გამყრელიძის თქმით, ეს დგინდება მხოლოდ სექვენირებით.

"ორივე შტამი ჯერ არ გვინახავს, მაგრამ თეორიულადაც და პრაქტიკულადაც დასაშვებია, როდესაც ორივე მუტაცია შესაძლოა, იყოს. ჯერ სრულად არც ერთ ქვეყანაში არ ჩაანაცვლა „ომიკრონმა“ „დელტა“. ანუ ორივეს ცირკულაცია ხდება. დასაშვებია ამ ტიპის შტამი ნიმუშში იყოს",- აღნიშნა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system