თავში

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ სტაციონარში - კულუმბეგოვის განმარტება

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ სტაციონარში - კულუმბეგოვის განმარტება
რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ სტაციონარში - კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში არ ექვემდებარება კოვოდინფიცირებული ბინაზე მკურნალობას და როდის უნდა გადავიდეს ის სტაციონარში. 

„ერთადერთი საშიშროება არის სუნთქვის გაძნელება, ქოშინი. თუ ადამიანს აქვს სუნთქვის გაძნელება მჯდომარე პოზიციაში, როდესაც არ იტვირთება, თუ გულმკერდის არეში იგრძნო რაიმე ტკივილის ან მოჭერის მსგავსი შეგრძნება, ან ოჯახის სხვა წევრმა შეამჩნია რომ უჩვეულო სიფერმკრთალე აქვს, ან სილურჯე აქვს ტუჩების ირგვლივ, ასევე ცნობიერების დაბინდვას თუ გრძნობს, ეს არის ის ნიშნები, რომლის ფონზეც ნებისმიერი კოვიდდაავადებული ადამიანი მიმართავს ექიმს და გადადის აუცილებლად სტაციონარში", - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system