თავში

რა სიმპტომებით განსხვავდება დელტა შტამი ჩინური ვარიანტისგან - ალექსანდრე გოგინავას განმარტება

რა სიმპტომებით განსხვავდება დელტა შტამი ჩინური ვარიანტისგან - ალექსანდრე გოგინავას განმარტება
რა სიმპტომებით განსხვავდება დელტა შტამი ჩინური ვარიანტისგან - ალექსანდრე გოგინავას განმარტება

„ამ დრომდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ის უფრო მეტად, დაახლოებით 50 % -ით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე უხანის შტამი, დაავადების მიმდინარეობა მეტი სიმძიმით ხასიათდება, ვიდრე კლასიკური კორონავირუსი”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნასთან” კორონავირუსის „დელტა” შტამზე საუბრისას განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავამ ის ძირითადი სიპტომები დაასახელა, რაც დელტა შტამს ჩინური ვარიანტისგან განასხვავებს. 

„დელტა, ე.წ. ინდური შტამი, უკვე რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია გავრცელებული. ყველაზე უფრო მეტად ამ შტამმა ინდოეთი დააზარალა. მილიონობით შემთხვევაა ქვეყანაში დაფიქსირებული და ასეულ ათასობით ადამიანი გარდაიცვალა.

რით განსხვავდება მისი წინამორბედი შტამებისგან, ამაზე კვლევები მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნის გაკეთება ცოტათი რთულია.

ამ დრომდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ის უფრო მეტად, დაახლოებით 50 %-ით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ვუჰანის შტამი. დაავადების მიმდინარეობა მეტი სიმძიმით ხასიათდება, ვიდრე კლასიკური კორონავირუსი.

იმას, რომ უფრო აგრესიულია და უფრო მაღალი ლეტალობა ახასიათებს, ვერ ვიტყვით და ხალხს ვერ შევაშინებთ. მით უფრო, რომ ეს ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ პირველადი კვლევები ამას გვიჩვენებს…

გაციება სხვანაირად იწყება. ჩინური შტამის დროს იყო ცხვირში გაჭედილობისა და სიმშრალის შეგრძნება, ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება. 

„დელტა“ შტამი რინორეით იწყება, შეიძლება თავიდან ტემპერატურა არ ჰქონდეს ადამიანს, ცოტა მოგვიანებით დაიწყოს და გახანგრძლივდეს.

სხვა კორონავირუსულ ინფექციებს ახასიათებს ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ტემპერატურის მატება. „დელტა“ შტამის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია, რინორია, ანუ ცხვირიდან გამონადენი და ცხვირთან ასოცირებული შეტევები. რაც წინა შტამების შემთხვევაში ნაკლებად ცირკულირებდა“. – ამბობს გოგინავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system