თავში

რა სიმპტომებით ვლინდება და რა დაზიანებებს იწვევს კოვიდი ბავშვებში

რა სიმპტომებით ვლინდება და რა დაზიანებებს იწვევს კოვიდი ბავშვებში
რა სიმპტომებით ვლინდება და რა დაზიანებებს იწვევს კოვიდი ბავშვებში

პედიატრი და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე ბავშვების კორონავირუსით ინფიცირებისა და შესაძლო გართულებების შესახებ საუბრობს. 

მისი განმარტებით, კოვიდი ბავშვებს ზრდასრულებისგან განსხვავებული ფორმით უვლინდებათ:

„ბავშვებში სულ 3%-ია ის, ვისაც სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება. დაწყებული სიმსუქნიდან, დამთავრებული სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიებით, წარმოადგენს უფრო მეტ რისკს, როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე გართულებების. განსხვავებული გამოვლინება კორონავირუსის მაინც არის ბავშვებში. ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, რაც მოზრდილებში ძალიან ხშირია, მცირე ასაკის ბავშვებში ერთეულ შემთხვევებშია. ათი წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 10 %. ბავშვებში გაცილებით მეტია შემთხვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით. ეს არის ნაწლავთა მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივილი, ღებინება, მადის დაქვეითება.

„ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ჩვენთან 42 პაციენტი შემოვიდა. სპეციფიკური მკურნალობაა და ის დაექვემდებარა ამ მკურნალობას. მხოლოდ ოთხი მათგანი იყო მძიმე და მათი მართვა დაგვჭირდა კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში. ამ პაციენტების რაოდენობა მზარდია, არც არის ეს გასაკვირი. საქართველოში დღეისთვის ინფიცირებული ბავშვების როადენობა ძალიან დიდია. არ არის სავალდებულო ეს სინდრომი განვითარდეს მძიმე დაავადების შემდეგ. უშუალოდ ფაქტი კოვიდის გადატანის არის საკმარისი, რომ ორგანიზმმა უპასუხოს მულტისისტემური ანთებითი სინდრომით,“ - ამბობს პედიატრი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system