თავში

"რა სიმწარეა, დედა აღარ ჰყავთ" - იტალიაში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ჩამომხრჩვალი იპოვეს

"რა სიმწარეა, დედა აღარ ჰყავთ" - იტალიაში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ჩამომხრჩვალი იპოვეს
რა სიმწარეა, დედა აღარ ჰყავთ - იტალიაში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ჩამომხრჩვალი იპოვეს

„იტალიაში, ქალაქ ბარიში, საქართველოს მოქალაქე ჩამომხრჩვალი იპოვეს“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს.

„ჩამომხრჩვალი იპოვეს ქართველი ემიგრანტი იტალიაში 34 წლის ელზა ძინძიბაძე. გლოვობს ოზურგეთი, ანასეული. ასე რატო დაგვტოვე დე, ჩემ შოთიკოს, ელენეს და ნიტას რა ეშველებათ შენი სიმწრით გაზრდილი შვილები, 2 თვეა დატოვე და წახვედი, მაგისთვის ჩახვედი ამხელა გზაზე რომ ასე გაგემწარებინა შენი ოჯახი.

პატარა ბავშვებს როგორ უნდა აუხსნა, რომ ვეღარასდროს ნახავს დედაა?! რა უსამართლოა ცხოვრება. რამხელა სიმწარეა მშობლისთვის და რამხელა გაურკვევლობა ბავშვებისთვის… საშინელებაა, აღარ ჰყავთ დედა.

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს პატარა ანგელოზებს. სიტყვები აზრს კარგავენ ამ ტრაგედიას სახელი არ აქვს, იმდენად დიდი და უსაზღვროა“

ყველა ემიგრაციაში დასრულებული სიცოცხლე მტკივა, არა აქვს მნიშვნელობა ვიცნობ თუ არა, ან მიზეზი გარდაცვალების რა იყო, გაუფრთხილდით სიცოცხლეს და ერთმანეთს, უფალს ვებარებოდეთ“,- წერს შოთო სიხარულიძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system