თავში

რა სირთულეებს იწვევს ორსულებში კორონავირუსი

რა სირთულეებს იწვევს ორსულებში კორონავირუსი
რა სირთულეებს იწვევს ორსულებში კორონავირუსი

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, COVID-19 ორსულებში რთული ფორმით არ მიმდინარეობს. 

მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა, ეს კონტიგენტი ინტენსიურ მონიტორინგს საჭიროებს.

"მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ორსულებში დაავადება რთული ფორმით არ მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, ვირუსული ინფექცია ორსულებში შეიძლება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობდეს. მიუხედავად ამისა, ეს კონტიგენტი ინტენსიურ მონიტორინგს საჭიროებს.

ახალშობილებში ინფიცირება არახშირია, მაგრამ ინფიცირებულის მშობიარობის შემდეგ, ჩვილს ტესტი უნდა ჩაუტარდეს, რადგან მსოფლიოში ასეთი შემთხვევები ფიქსირდება.

ამ ეტაპისთვის სახელმწიფო რესურსი მაქსიმალურად ჩართულია შემთხვევების მართვაზე. ინფიცირებულთა მატების შემთხვევაში, მეტი კადრის გადამზადება გახდება საჭირო, რათა პროცესი იყოს მართვადი," - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system