თავში

რა შემთხვევაში არ იქნება მესამე ტალღა - გამყრელიძის განმარტება

რა შემთხვევაში არ იქნება მესამე ტალღა - გამყრელიძის განმარტება
რა შემთხვევაში არ იქნება მესამე ტალღა - გამყრელიძის განმარტება

„მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცავს, საქართველოში მესამე ტალღა არ იქნება. 

,,თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ. თუ წესებს დავიცავთ, შემთხვევები იქნება, მაგრამ იქნება ნაკლები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა შეზღუდვების ნაწილს დაგეგმილზე ადრე აუქმებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system