თავში

რა თანხა გათამაშდა "აიცერი და მოიგეს" ფარგლებში ამ დრომდე

რა თანხა გათამაშდა "აიცერი და მოიგეს" ფარგლებში ამ დრომდე
რა თანხა გათამაშდა აიცერი და მოიგეს ფარგლებში ამ დრომდე

ლატარია „აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში, უკვე 260 400 ლარია გათამაშებული. მოგებულია 1 777 ადამიანი. თანხას იგებენ სრულიად საქართველოს მასშტაბით.

ლატარია „აიცერი და მოიგეს“ გათამაშება ყოველდღიურად იმართება, სადაც 100 და 500 ლარი თამაშდება. ყოველკვირეულ გათამაშების ფარგლებში კი, აცრილ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ მოიგონ 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის თანხა.

ამ კვირაში, უკვე გათამაშდა 10 000-ლარიანი პრიზი, რომელიც ბოლნისში მცხოვრებმა „სინოფარმით“ აცრილმა მოქალაქემ მოიგო.

მოგების განაღდება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვისცენტრებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system