თავში

რა თანმიმდევრობით იხსნება ჩაკეტილი ქალაქები

რა თანმიმდევრობით იხსნება ჩაკეტილი ქალაქები
რა თანმიმდევრობით იხსნება ჩაკეტილი ქალაქები

18 მაისს მარნეული სრულად გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მარნეულის გახსნამდე კი, 11 მაისს აღდგება მიმოსვლა თბილისში, ხოლო 14 მაისიდან, აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში. 

პრემიერის განმარტებით, მარნეულში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია გარკვეული რაოდენობის ტესტების ჩატარება და სწორედ ამიტომ არის საჭირო ეს დამატებითი დრო.

პრემიერის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლა დასრულებული არ არის. გიორგი გახარია მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს. 

„მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს, სწორედ ამიტომ გვჭირდება ეს დამატებითი დრო. ეს ეხება როგორც მარნეულის, ისე იმ დანარჩენ რეგიონებს. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია, უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ და ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება სწრაფად და ეფექტურად მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და როგორც აქამდე პასუხისმგებლიანად უდგებოდნენ ამ შეზღუდვებს, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ასევე გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის და სრული გამარჯვებისთვის გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა," - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system