თავში

რა ტიპის ვირუსი დაუდგინდათ ინფექციურში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს

რა ტიპის ვირუსი დაუდგინდათ ინფექციურში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს
რა ტიპის ვირუსი დაუდგინდათ ინფექციურში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს

ჩინეთის მოქალაქე 7 წლის ტყუპებს, რომლებიც ინფექციურ საავავადმყოფოში ცოტა ხნის წინ ყაზბეგიდან გადაიყვანეს, A ტიპის ვირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა. 

"დაუდგინდათ A ტიპის გრიპის ვირუსი. მათი კლინიკური მდგომარეობა შეეფერება ამ დიაგნოზს. მათ უტარდებათ სტანდარტული მკურნალობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევით პნევმონია არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი 100 პროცენტით გამორციცხულია, თუმცა დიდი ალბათობით გამოირიცხება. ბავშვებს ტემპერატურის მომატების გარდა სხვა სიმპტომები არ აღენიშნებათ" - განაცხადა ცერცვაძემ. 

რაც შეეხება ჩინეთის კიდევ 7 მოქალაქეს, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მათ ტემპერატურა არ აღენიშნებოდათ, რის გამოც უკვე იმყოფებიან ბინაზე. 

"დანარჩენ 7 მოქალაქეს არ ჰქონდა ტემპერატურა, ამიტომ ისინი, ამჟამად, ჩვენი კლინიკური კვლევის ობიექტს არ წარმოადგენენ. ისინი უკვე იმყოფებიან ბინაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ" - აღნიშნა ინფექციური საავდმყოფოს დირექტორმა. 

შეგახსენებთ, ინფექციურ საავადმყოფოში, ვირუსის სიმპტომებით, ჩინეთის 9 მოქალაქე შეიყვანეს, მათ შორის იყო 2 ბავშვი, რომელთაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ. პაციენტები ბოქსირებულ კლნიკებში მოათავსეს. ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში 21 იანვრიდან იმყობიან. ისინი ყაზბეგში ისვენებდნენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system