თავში

რა წესები უნდა დაიცვან საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა

რა წესები უნდა დაიცვან საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა
რა წესები უნდა დაიცვან საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და აცნობს იმ სავალდებულო რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, სააგენტოს ჩართულობით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის შეიმუშავა. 

კერძოდ: ობიექტებს ეკისრებათ ვალდებულება, შესასვლელშივე ჩაატარონ პერსონალისა და მომხმარებლის თერმო ან ვიდეოსკრინინგი; შესასვლელში განათავსონ დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

პერიოდულად (არანაკლებ სამსაათიანი ინტერვალით) გაანიავონ დახურული სივრცეები/სათავსები;
პერსონალი უზრუნველყონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანი, პირბადე, დამცავი ფარი ან სათვალე) და დააწესონ კონტროლი მათ გამოყენებაზე:
გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის განათავსონ დახურული კონტეინერები;

გაზრდილი სიხშირით გაირეცხოს და დეზინფიცირდეს ის ზედაპირები და ინვენტარი, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან;

სტუმრებისთვის გამოიყენონ ბეჭდური (ერთჯერადი) ან ელექტრონული მენიუ, უპირატესობა მიანიჭონ უნაღდო ანგარიშსწორებას (ბარათი);

გაკონტროლდეს პერსონალისა და მომხმარებელთა რაოდენობა და სოციალური დისტანცია;

მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით სალაროსთან მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;

ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყონ წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით ან გამოიყოს მოსაცდელი ადგილი.

პირველი ივნისიდან იხსნება ღია ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხოლო 8 ივნისიდან ფუნქციონირებას განაახლებენ დახურული ტიპის ობიექტები. რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system