თავში

რა უნდა გავითვალისწინოთ აცრამდე და აცრის შემდეგ

რა უნდა გავითვალისწინოთ აცრამდე და აცრის შემდეგ
რა უნდა გავითვალისწინოთ აცრამდე და აცრის შემდეგ

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე მოქალაქეს არანაირი მოსამზადებელი პროცედურა არ სჭირდება და არც ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს რაიმე განსხვავებულ ქმედებას.

„არ არსებობს არავითარი ქმედება, რომელიც ადამიანს ეზღუდება, ან პირიქით - მოეთხოვება ვაქცინის წინ და ვაქცინის შემდგომ. ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებამდე წინასწარი ანალიზების გაკეთება საჭირო არაა, ვაქცინებს აქვს მინიმალური უკუჩვენება, როდესაც არ შეიძლება აცრა - ეს არის მხოლოდ ალერგია მასში შემავალ კომპონენტებზე, რაც უკიდურესად იშვიათია, და თუ პირველ დოზაზე განვითარდა ალერგია, მეორედ იგივე ვაქცინა არ კეთდება. დროებითი გადავადების უკუჩვენებაა, თუ კოვიდის გადატანიდან 21 დღე არ გასულა ან ადამიანს აქვს სიცხით მიმდინარე მწვავე დაავადება. ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც ხალხში მითების სახით არის გავრცელებული - ბანაობასთან, გარუჯვასთან, ვარჯიშთან დაკავშირებით - ეს არ ეხება ვაქცინაციას. ალკოჰოლთან დაკავშირების ისმის ხშირად კითხვები - რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, მით უმეტეს ზაფხულში ზოგადად რისკის შემცველია, მაგრამ ვაქცინის შემდეგ 1-2 ჭიქა არავითარ რისკფაქტორს არ წარმოადგენს“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system