თავში

მამა გიორგი სხილაძე 31 წლის წინანდელ წერილს ასაჯაროვებს - Exclusive

მამა გიორგი სხილაძე 31 წლის წინანდელ წერილს ასაჯაროვებს - Exclusive
მამა გიორგი სხილაძე 31 წლის წინანდელ წერილს ასაჯაროვებს - Exclusive

საფრანგეთში მოღვაწე მამა გიორგი სხილაძე, რომელმაც გასულ კვირას სასულიერო სასწავლებლის რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე სტუდენტების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ამხილა, report.ge-ს ექსკლუზიურად აწვდის წერილს, რომლითაც ირკვევა, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ მან თავის თანამოაზრეებთან ერთად,1988 წლის დეკემბერში, მარგვეთისა და ზესტაფონის ეპისკოპოსს, ქრისტეფორეს წერილობით აცნობა. აღნიშნულ წერილს მარგვეთის ეპისკოპოსმა წერილითვე უპასუხა. 

ეპისკოპოსი ქრისტეფორე, მიმართვის ავტორებს რჩევას აძლევს და აფრთხილებს, რომ მისი წერილი ოფიციალურ პასუხად არ ჩათვალონ. როგორც ეპისკოპოსი წერს, ქართველი ერისთვის სამწუხარო იქნება იმის გაგება, რომ სასულიერო აკადემიაში ახალგაზრდების გახრწნის ფაქტებს აქვს ადგილი. ამიტომ ის ურჩევს მათ, საიდუმლოდ შეხვდნენ საქართველოს პატრიარქს და აცნობონ აღნიშნული ფაქტების შესახებ: 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილმა სტუდენტმა, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს სტუდენტი მამაკაცის შევიწროებაში დასდო ბრალი. მღვდელმა გიორგიმ გასულ კვირას გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

"1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი - ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტ კახა კალაძეს სოდომურად "თავს დაესხა" "სვეტიცხოვლის" რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, ,,თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა; ცნობილი ჰომოსექსუალი კი, ვინც სტუდენტებთან ,,დედლობდა“, გარკვეული ხნის შემდეგ, ორჯერ დააწინაურა და დღემდე, წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში... მოვითხოვ, დაიკითხონ ის ყოფილი სტუდენტები (მათ შორის, ამ კომენტარის ავტორიც)! ჩატარდეს ამ ხელწერილის ექსპერტიზა; ეკუთვნის თუ არა ის მიტროპოლიტ ზოსიმეს! თუკი ნაყალბევია, მზად ვარ, პასუხი ვაგო ცილისწამებისათვის! ეს ხელწერილი ჩემს თვალწინ დაწერა, ჩემივე თხოვნით, ამ ცრუმღვდელმთავარმა", - დაწერა facebook-ზე მამა გიორგიმ.

წერილის გავრცელების შემდეგ, გიორგი სხილაძემ საქართველო დატოვა. როგორც მამა გიორგი სხილაძემ გუშინ თქვა, მას ახლობლები დაუკავშირდნენ და საფრთხის შესახებ შეატყობინეს. მისივე თქმით, მისთვის "ფანატიკური ჯგუფების მიქსევას" და მის განადგურებას გეგმავდნენ. 

აღნიშნულ განცხადებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თუმცა, როგორც მამა გიორგი სხილაძემ report.ge-ს უთხრა, მას საქართველოდან გამომძიებლები, ამ დრომდე, არ დაკავშირებიან. მისი თქმით, მუქარის შესახებ ინფორმირებულია საფრანგეთის შესაბამისი სამსახურები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system