თავში

"რა ვიფიქრო, არ ვიცი..." - ირინა სარიშვილი

"რა ვიფიქრო, არ ვიცი..." - ირინა სარიშვილი
რა ვიფიქრო, არ ვიცი... - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ქუჩიდან შემოსული, ფართხუნა შარვალი მაცვია და წვივის ზემოთ რაღაც უცხო სხეულმა შემაწუხა. ხელი შევყავი და გამოვიღე მკვდარი მორიელი! კუდაპრეხილი მკვდარი! მე რომ ზოგადად მწერების ფობია მაქვს და ბუზზეც რომ შეიძლება ფანჯრიდან გადავხტე, ეს ყველა ჩემმა ახლობელმა იცის. მორიელთან, ცოცხალთან ადრეც მქონდა შეხება, როცა 2 წლის საბას ვიწრო ჯინსში უძვრებოდა ბაგებში, მარტო აპრეხილი კუდი უჩანდა, მართლა თითებით გამოვიღე კუდით და მოვისროლე ცოცხალი. მერე როცა მომასულიერეს, ვამბობდი, ალბათ შოკი მიიღო ასე უპატივცემულოდ რო მოვისროლე და ამიტომ ვერ მიკბინათქო. აი ეხლა რა ვიფიქრო არ ვიცი – ალბათ მიკბინა და თვითონ მოიწამლა და დაიბრიდა.

მომიწევს მემუარებში მორიელებთან ურთიერთობის ცალკე თავად შეტანა, როგორც ვატყობ...", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system