თავში

რა შემთხვევაში აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე - განმარტება

რა შემთხვევაში აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე - განმარტება
რა შემთხვევაში აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე - განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიდის. 

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში მოსახლეობის 60-70% აიცრება, გარე სივრცეებში პირბადის ტარება საჭირო აღარ იქნება. 

"ჯერჯერობით არასაკმარისად, დუნედ მიდის ვაქცინაცია. მთავრობა ვერ გავა ამ პროცენტზე, საზოგადოება უნდა გავიდეს, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ჩავუნერგოთ, რომ ამ ძალიან დიდი გამოწვევის, ამ „ჭირის“ დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციით. თუ მოსახლეობის 60-70% იქნება ვაქცინირებული, ამ ეპიდემიას ჩვენს ქვეყანაში წერტილი დაესმება, აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, დიდი დისტანციების დაცვა, შეგვეძლება ისევ შევიკრიბოთ მეგობრები და ა.შ. მივაღწევთ თუ არა 60%-ს? - უნდა მივაღწიოთ! დღევანდელი ტემპით, როცა 1500-1700 ადამიანს დღეში ვცრით, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ჩვენ ახლა მაისში უნდა ავცრათ 3000-4000, ივნისში ეს უნდა ავწიოთ 5000-6000-მდე და შემდეგ, ივლისიდან 10000-12000-მდე დღეში, მაშინ გავალთ დეკემბრის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system