თავში

რა შემთხვევაში შეიძლება გახანგრძლივდეს ,,ლოკდაუნი" - კულუმბეგოვის განმარტება

რა შემთხვევაში შეიძლება გახანგრძლივდეს ,,ლოკდაუნი" - კულუმბეგოვის განმარტება
რა შემთხვევაში შეიძლება გახანგრძლივდეს ,,ლოკდაუნი - კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში პირბადის სწორად ტარების მაჩვენებელი 60%-ს არ აღემატება. მისივე განმარტებით, თუ ეს მაჩვენებელი, 90%-ს არ ასცილდა, ქვეყანაში ,,ლოკდაუნი" შესაძლოა, კიდევ უფრო გახანგრძლივდეს.

„ჩვენ ვიცით, ყველანაირი ინსტიტუციური გათვლებით, რომ საქართველოში, 50-60%-ს არ აღემატება პირბადის სწორად ტარების მაჩვენებელი. თუ ეს არ ასცილდა 90%-ს, ჩვენ არ აგვცდება კიდევ უფრო გახანგრძლივება ამ ჩაკეტვების. რაც ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წლით უკან დახევს, ეს იქნება პრაქტიკულად კატასტროფა. 

ბოლო ერთი თვეა, ობიექტების თითქმის 99%-ში, სადაც პირადი საჭიროებისთვის შევსულვარ, დეზობარიერი მშრალი დამხვედრია. ამიტომ, ყველას ვთხოვ, იგივე, ბიზნესის წარმომადგენლებს, საკუთარ ბიზნესში ინფექციის გავრცელება თქვენ უნდა აკონტროლოთ, თორემ შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას ვერ ავცდებით.

შეზღუდვები კარგია იმ გაგებით, რომ ინფექციის გავრცელებაზე გავლენას მოვახდენთ, მაგრამ ეკონომიკური გავლენა უზარმაზარია“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები გამკაცრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system