თავში

რაჭაში 7 სოფელთან მიმოსვლა აღდგა

რაჭაში 7 სოფელთან მიმოსვლა აღდგა
რაჭაში 7 სოფელთან მიმოსვლა აღდგა

რაჭაში, საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან უკვე აღდგენილია. 5 სოფელი სამანქანო გზის გარეშე რჩება. ინფორმაცია Report.ge-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოაწოდეს.

რაჭაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით.

2 სოფელთან - ჯინჭვისთან და გონასთან გუშინ მოხერხდა მიმოსვლის აღდგენა საავტომობილო ხიდთან დროებითი გადასასვლელის მეშვეობით. 

ონის რაიონში სამუშაოები მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და ეწყობა დროებითი გადასასვლელები, იმისათვის, რომ საავტომობილო მოძრაობა გახდეს შესაძლებელი. 

დროებითი გადასასვლელებით აღდგენილია 118-ე და 127-ე კმ-ზე ჩაწყვეტილი მონაკვეთები, რომლის საშუალებითაც სპეციალური ტექნიკის ასვლა გახდა შესაძლებელი 128-ე კმ-ზე მდებარე ერთ-ერთ რთულ ჩაშლილ მონაკვეთთან.

128-ე კმ-ზე გზის აღდგენის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ამ მონაკვეთიდან საგლოლოს ხიდამდე სამუშაოები ჩასატარებელია კიდევ 3 ჩაწყვეტილი გზის აღსადგენად, ხოლო საგლოლოს ხიდიდან კიდევ 2 მონაკვეთზე (ხიდთან მისასვლელი გზის და ღების მიმართულებით) ჩაწყვეტილი გზის აღსადგენად. 

საერთო ჯამში, ჩამოშლილი მონაკვეთების სიგრძე დაახლოებით 2 კმ-ია. უკვე აღდგენილია 11 სოფლის ელექტრომომარაგება და გრძელდება დაზიანებულ უბნებზე მუშაობა. ელექტრო გადამცემი სისტემების საბოლოო გამართვამდე, "ენერგო პრო ჯორჯიას" სპეციალისტები მუშაობენ რამდენიმე სოფლისთვის ელექტროენერგიის გარკვეული პერიოდულობით გენერატორების საშუალებით მიწოდების უზრუნველსაყოფად. 

სტიქიის ზონაში სრულად არის აღდგენილი "მაგთის" კავშირგაბმულობა.

შინაგან საქმეთა სამინიატროს ვერტმფრენებით გრძელდება როგორც გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ონში გადმოსვლის მსურველთა გამოყვანა, ისე დარჩენილი მოსახლრობისათვის სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდება. 

დღეს შესრულებული 9 რეისით სოფლებიდან ონში გადმოყვანილია 80-მდე ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system