თავში

რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან, ტყეში ხანძარია

რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან, ტყეში ხანძარია
რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან, ტყეში ხანძარია

რაჭის სოფელ ხიდეშლებთან, ტყეში ხანძარია. Report.ge-ს ადგილობრივებმა აცნობეს, რომ ცეცხლი გუშინ საღამოს შენიშნეს, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება დაიწყო.

„სოფლისგან მოშორებით შერეული ტყეა, სადაც ცეცხლი ბოლო წლებში რამდენჯერმე გაჩნდა, თუმცა დიდი მასშტაბი მას არასოდეს მიუღია. ადგილობრივები ვახერხებდით ჩაქრობას. ახლა კი მთელი დღეა სოფლის მოსახლეობასთან ერთად მეხანძრეები მუშაობენ, მაგრამ ხანძარი, ჩაქრობის ნაცვლად, უფრო დიდ ფართობს ედება. როგორც ჩანს გამხმარი ფოთლები და ბუჩქები იწვის“, - განუცხადა ლევან მეტრეველმა Report.ge-ს.

მისი ინფორმაციით, მაშველებმა ვერტმფრენიც გამოიძახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„არ არსებობს ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე“, - განაცხადეს უწყებაში.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ვერტმფრენიც გამოიყენოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system