თავში

რაჭაში, სტიქიის გამო, 15 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

რაჭაში, სტიქიის გამო, 15 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა
რაჭაში, სტიქიის გამო, 15 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

რაჭაში, სტიქიის გამო, 15 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვარდიაში, უხვი ნალექის გამო, კლდის მასა ჩამოიშალა და სოფლამდე მისასვლელი გზა მთლიანად ჩაკეტა.

"15 ოჯახია მოწყვეტილი გარესამყაროს, კლდის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა და შემოსასვლელი გზა მთლიანად ჩაკეტა. ეს ქვის მასა უნდა აფეთქდეს, რათა ტექნიკამ ზემოდან მაინც შეძლოს გადმოვლა, სხვანაირად ვერ მიუდგება, ვერ მივა", - აცხადებს ღვარდიის ერთ-ერთი მკვიდრი. 

როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა განაცხადა, დამატებითი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, გზის გაწმენდითი სამუშაოები გეოლოგების მეთვალყურეობითა და რეკომენდაციებით მოხდება.

"გზაზე ყრია დიდი ქვები და საჭიროა ამის გაწმენდა, მაგრამ იმის გამო, რომ ზემოთ კიდევ არის კლდოვანი მასა, რეკომენდირებულია, რომ გეოლოგების მეთვალყურეობით მოხდეს გზის გაწმენდა, რათა დამატებითი საფრთხე თავიდან ავიცილოთ. მოსახლეობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება, მათ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მყისიერად გაუწევენ. ამჟამად, სოფელში დაახლოებით 25 ადამიანი იმყოფება", - განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა. 

ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ღვარდიასთან, გუშინ კლდოვანი მასის ჩამოშლა გამოიწვია, რის გამოც სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system