თავში

რაჭის 5 სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

რაჭის 5 სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
რაჭის 5 სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. 

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისათვის, რაჭის 5 სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. 

„ამდროისათვის 5 სოფელს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე კიდევ სამი სოფლისთვის შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის აღდგენა, რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას, აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, უკვე ჩართული გვყავს 17-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა და დამატებითი ტექნიკაც გზაშია, ამ დროისათვის ველოდებით მდინარის დინების დასუსტებას, რათა შევძლოთ ერთდროულად მეტი ტექნიკის შეყვანა და უფრო აქტიური სამუშაოების წარმოება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები: საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები და მეხიდეები სტიიქიის ზონაში არიან მობილიზებულები. ისინი პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობენ როგორც საპროექტო გადაწყვეტილებებზე, ისე შემდგომი პრევენციის გეგმაზე.

სპეციალისტები ასევე ადგილზე უწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადებში აუცილებელი სამუშაოები და აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system