თავში

რაჭველმა მოსწავლემ ევროსაბჭოს კონკურში გაიმარჯვა

რაჭველმა მოსწავლემ ევროსაბჭოს კონკურში გაიმარჯვა
რაჭველმა მოსწავლემ ევროსაბჭოს კონკურში გაიმარჯვა

რაჭის მაღალმთიანი სოფლის, ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწვალემ, ბერდია ალხიძემ თანასწორობისა და მრავალფეროვნების თემაზე, ევროსაბჭოს ესეების კონკურში გაიმარჯვა და პედაგოგთან ერთად სტრასბურგში მიემგზავრება.

 მოსწავლეს კონკურსში გამარჯვება მიულოცა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.⠀

''მიხარია და მეამაყება ჩვენი რეგიონის ახლგაზრდობა, რომელიც ყოველთვის საქმით ამბობს თავის სიტყვას და გვასახელებს, არა მარტო ქვეყნის მასშტაბით. ამის შესანიშნავი მაგალითია ბერდია და მე ვარ ბედნიერი, რომ მან საკუთარი თავი ღირსეულად წარმოაჩინა. ვულოცავ მას კიდევ ერთხელ და გილოცავთ ყველას რაჭველი ბიჭის ამ დიდ წარმატებას'', - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system