თავში

რაჭაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

რაჭაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია
რაჭაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, უწყვეტი სამუშაოების შედეგად რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ხანძრის ღია კერა აღარ არის. 

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,ამბროლაურში, სოფელ აბარში და ონში, სოფელ ონწევი ჭოლას მიმართულებაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ მიმართულებით მეხანძრე-მაშველებთან ერად მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი",- აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, 4 იანვრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძრის 265 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 255 ლიკვიდირებულია 4 ლოკალიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system