თავში

,,რას ჰქვია ლაივში მძევალი ჩართეთო, ამუნათებ მედიას" - ინგა გრიგოლია

,,რას ჰქვია ლაივში მძევალი ჩართეთო, ამუნათებ მედიას" - ინგა გრიგოლია
,,რას ჰქვია ლაივში მძევალი ჩართეთო, ამუნათებ მედიას - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს და მედიის მიმართ კრიტიკას ეხმაურება.

,,როდესაც ხელისუფლება ხარ, მძევლები ჯერაც ტყვეობაში არიან და შენ მედიას ებრძვი, ერთი სული გაქვს მიახრჩო. ელაპარაკები ზიზღით და დაწერილი მესიჯებით... როდესაც ფბზე ზიხარ და პირდაპირ ეთერში უყურებ, როგორ მუშაობენ პროდუსერები, ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც თავს არ ზოგავენ, ყველაზე რთულ მომენტშიც მოგაწოდონ სრული სურათი ადგილიდან, იმაზე იცოფები, რას ჰქვია ლაივში მძევალი ჩართეთო, ამუნათებ მედიას, ამ დროს კი შეიარაღებული ტერორისტი აიძულებს მას დარეკოს და ჟურნალისტი ცდილობს, რამით დაეხმაროს მძევალს, თუნდაც იძულებითი ზარის ეთერში გაშვებით... როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია და შენ ნაც-ქოცური ისტერიკა გაქვს ამ ამბავზე ატეხილი, ფბზე თუ ფეისბუქს მიღმა, მძევლის პოლიტიკურ წარმომავლობას არკვევ და გავიწყდება, რომ დატყვევებული ხალხის სიცოცხლე ამ წუთამდე საფრთხეშია, იმაზე მეტყველებს, რომ შენი ცხვირის გარდა, ვერაფერს ხედავ და სულ არ გადარდებს მძევლების ბედი. უფრო მეტის დაწერა მინდა, მაგრამ რა აზრი აქვს ამ ქვეყანაში რამის მტკიცებას, როცა ყველა ისე ჭრის და კერავს, როგორც თავად აწყობს. თავისუფალი მედია არ გყავდეთ, კი იქნებოდით მართლა ,,კანალების,, იმედად და ,,კანალებში,,ხოდა, როგორ გისურვოთ აბა ასეთებს (მაინც მეცოდებით ასეთი სიბნელისთვის!) ,,იმედი,, ნუ მოგიშალოთ ღმერთმათქო!", - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system