თავში

რას გეგმავს მთავრობა რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის

რას გეგმავს მთავრობა რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის
რას გეგმავს მთავრობა რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის

ქალაქ რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მართვის გეგმა შემუშავდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის ხელმძღვანელობით რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამოქალაქო მოძრაობის „ვიგუდებით“ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად, აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების და ცვლილებების განხორციელების მიმართულებით, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპის გარემოსდაცვით პოლიტიკას; შესაბამისად, კომპანიები უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი. ამ მიმართულებით ჩვენ უკომპრომისო მიდგომა გვაქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა პასუხისმგებელი და დაინტერესებული მხარის ჩართულობით საკითხის განხილვა და ხაზი სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობას გაუსვა.

შეხვედრაზე, ევროპული პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და სამრეწველო სექტორის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კონტროლის შედეგები.

აღინიშნა, რომ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ქალაქ რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system