თავში

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, 28 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია "თელასი" მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაოლო იაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ბაბუციძის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system