თავში

რატომ მალავენ ძალადობის ფაქტებს ქალები

რატომ მალავენ ძალადობის ფაქტებს ქალები
რატომ მალავენ ძალადობის ფაქტებს ქალები

ძალადობის ფაქტების გაშუქებისას, საზოგადოება და უფლებადამცველები მედიას ხშირად აკრიტიკებენ ეთიკური ნორმების დარღვევისთვის. 

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ. საზარელი მკვლელობის მცდელობის ფაქტი მალევე გაასაჯაროვეს მედიის წარმომადგენლებმა და აღნიშნულ საქმეზე, საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, მეტი დეტალის გარკვევას ცდილობდნენ. მათ შორის სააგენტო Report.ge-ც. 

გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდა ჟურნალისტს და პროექტ ,,წითელი ხაზების" ხელმძღვანელ ხათუნა კეთილაძეს. 

,,დღისით, მზისით ახალგაზრდა ქალს და არა გოგონას (როგორც ბევრმა მედია საშუალებამ აღნიშნა) ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მხოლოდ ეს ფაქტი, რომ წაიკითხო უკვე შამაძრწუნებელია! როცა ჟურნალისტი იწყებს მიზეზების ძებნას თუ რატომ მოხდა ეს, მოძალადე ეჭვიანობის ნიადაგზე მოიქცა ასე, თუ უბრალოდ ცუდ ხასიათზე იყო, ან რამდენად "ჭკვიანად" იქცეოდა მსხვერპლი, ეს უკვე აღიქმება როგორც მოძალადის და ზოგადად ძალადობის რეაბილიტირებად. ფემიციდის გამართლება დაუშვებელია", - აღნიშნა report.ge-თან საუბრისას ხათუნა კეთილაძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატის 5-წლიანი კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად, ქალებზე ქმრები, ყოფილი ქმრები ან ყოფილი პარტნიორები ძალადობენ და სამართალდამცველები ხშირ შემთხვევაში ძალადობის პრევენციას ვერ ახერხებენ. მხოლოდ წელს, 15 ქალი მოკლეს და კიდევ 9-ის მკვლელობა სცადეს. შსს-ის მონაცემებით ოჯახური ძალადობის 1738 შემთხვევაა გამოვლენილი.

ხათუნა კეთილაძე იმ ძირითად მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, ძალადობის მსხვერპლი ქალები დუმილს ირჩევენ და პრობლემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ.

,,კარგად უნდა გავიაზროთ თუ რამხელა პასუხისმგებლობაა მსგავსი თემატიკის გაშუქება და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ ინფორმაციას რამდენი ძალადობის მსხვერპლი ქალი ეცნობა, რომელიც ხმას ვერ იღებს,ზუსტად იმიტომ, რომ გარჩევებისა და საჯარო განხილვების ეშინია!" - განაცხადა კეთილაძემ.

აქვე გთავაზობთ დოკუმენტს, სადაც ფემიციდის გაშუქების ქცევის კოდექსია ასახული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system