თავში

რამ გამოიწვია აფეთქება დიდუბეში

რამ გამოიწვია აფეთქება დიდუბეში
რამ გამოიწვია აფეთქება დიდუბეში

ტექნიკური და კომერციულ უზრუნველყოფის საკითხებში „თბილისი ენერჯის“ დირექტორის ედიშერ ხორავას განცხადებით, დიდუბეში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, უყურადღებოდ დატოვებული გაზის ონკანიდან ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

როგორც ხორავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საცხობთან მდებარე ფართში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი გაზის ქსელი დარღვევებითაა მოწყობილი. 

„სავარაუდოდ, რაც პირველადი დათვალიერებისას ირკვევა, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება და შემდეგ აფეთქება. ასევე, ერთი შეხედვით რაც ჩანს, აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია მთელი რიგი დარღვევებით თვითნებურად, რამაც, ასევე, შესაძლოა, გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა“,- განაცხადა ხორავამ.

ხორავა ბუნებრივი აირის მომხმარებლებს მოუწოდებს, გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში უყურადღებოდ არ დატოვონ.

ცნობისთვის, თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე მდებარე საცხობთან მდებარე ფართში ფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system