თავში

რამ გამოიწვია აფეთქება კორპუსში და სად გადაიყვანენ ადგილობრივებს

რამ გამოიწვია აფეთქება კორპუსში და სად გადაიყვანენ ადგილობრივებს
რამ გამოიწვია აფეთქება კორპუსში და სად გადაიყვანენ ადგილობრივებს

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, ვაზისუბანში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირი იყო დაგროვილი.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსის მცხოვრებლებს სასტუმროში გადაიყვანენ.

"ამ ეტაპისთვის ერთადერთი ეჭვი რაზეც გვაქვს, რაზეც ფაქტობრივად ყველა ნიშანი მეტყველებს, არის ის, რომ ფაქტია, ამ ბინაში იყო გაზის დაგროვება და რაღაცის პროვოცირების შედეგად მოხდა ამ დაგროვილი გაზის აფეთქება. გაჩნდა ხანძარი, ერთმა ადამიანმა მიიღო დამწვრობა, დანარჩენმა სხვადასხვა ბინაში მსუბუქი სახის სხვადასხვა დაზიანება.

ყველა სამსახური არის მაქსიმალურად მობილიზებული. ახლა ადგილზე მოვა თბილისის ლაბორატორია შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით. ამაზეც დილამდე გვექნება ინფორმაცია. თუ მოგვცემენ უფლებას, შევლენ, ღამეს გაათენებენ, თუ არადა, თუ საჭიროება იქნება, ნებისმიერი მათგანი იქნება გადაყვანილი სასტუმროში. დღეს მოვა ჯგუფი, ყველაფერი შემოწმდება", - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system