თავში

რამ გამოიწვია აფეთქების მსგავსი ძლიერი ხმა და ბიძგები თბილისში

რამ გამოიწვია აფეთქების მსგავსი ძლიერი ხმა და ბიძგები თბილისში
რამ გამოიწვია აფეთქების მსგავსი ძლიერი ხმა და ბიძგები თბილისში

თბილისში, რუსთავსა და ახლოს მდებარე დასახლებებში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, იგრძნობოდა ბიძგებიც.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ ბიძგები საკმაოდ ძლიერი იყო.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა არ მომხდარა. 

აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

აფეთქების ხმა, სავარაუდოდ, ვაზიანის პოლოგონზე მიმდინარე სწავლებებს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ პოლიგონზე, ამჟამად, გეგმიური წვრთნები მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system