თავში

რამდენ დღეში შეუძლია სიმპტომიან და უსიმპტომო პაციენტს საზოგადოებაში დაბრუნება

რამდენ დღეში შეუძლია სიმპტომიან და უსიმპტომო პაციენტს საზოგადოებაში დაბრუნება
რამდენ დღეში შეუძლია სიმპტომიან და უსიმპტომო პაციენტს საზოგადოებაში დაბრუნება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ უსიმპტომო პაციენტს 10 დღეში შეუძლია საზოგადოებას დაუბრუნდეს, ვინაიდან უკვე გადამდები არ არის.

რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მათ მინიმუმ 13 დღე უნდა გაატარონიზოლაციაში. 

"ამაზე ცალსახა პასუხი გვაქვს. ადრე, კარგ დროს გაწერისა და ზოგადად საზოგადოებაში დაბრუნების კრიტერიუმი იყო განმეორებითი უარყოფითი PCR ტესტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსოფლიო წალეკა კოვიდმა და დღეს ახალი რეკორდი დამყარდა - 679 000 შემთხვევა მსოფლიოში, აღარ არის საშუალება ამ განმეორებითი ტესტების კეთების. თან პრაქტიკამ უჩვენა, ცოდნა დაგროვდა, რომ აღარც იყო დიდად საჭირო ეს განმეორებითი ტესტები იმიტომ, რომ დადგინდა დღეების ის მონაკვეთი, რომლის შემდეგაც პაციენტი გადამდები არ არის, თუ არ ჩავთვლით რაღაც იშვიათ გამონაკლისს.

უსიმპტომო პაციენტებისათვის 10 დღე, სულ ერთია ისინი საავადმყოფოში იყვნენ, სახლში თუ სასტუმროში - 10 დღეში, მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ საზოგადოებას.

სიმპტომიანი პაციენტებისთვის ეს არის ისევ 10 დღე, ოღონდ ემატება მინიმუმ სამი უსიმპტომო დღე და ამის შემდეგ შეუძლიათ დაბრუნება უკვე," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system