თავში

რამდენ ხანს მოგვიწევს პირბადის ტარება - ამირან გამყრელიძის განმარტება

რამდენ ხანს მოგვიწევს პირბადის ტარება - ამირან გამყრელიძის განმარტება
რამდენ ხანს მოგვიწევს პირბადის ტარება - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარება დისკომფორტია, თუმცა მისი პროგნოზით, მოსახლეობას დაახლოებით ერთი წელი მაინც მოუწევს მისი გამოყენება. 

„პანდემიამ გვაჩვენა, რომ პირბადე დაცვის ყველაზე მძლავრი იარაღია. ამის არაერთი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს. ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, ახალი შემთხვევების ათჯერადი შემცირება გვაქვს. ხალხმა, მოსახლეობამ და ალბათ, მაკონტროლებლებმაც დავიჯერეთ, რომ ეპიდემია დავამარცხეთ და მოვეშვით. პასუხისმგებლობა ორმხრივია. მარტო კონტროლი ვერაფერს იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ გაიზრდება. მესმის, დღეს ყველას გვაწუხებს პირბადით ჯდომა, მაგრამ ამის გარდა არაფერი არსებობს. ვაქცინა შედეგს მოგვცემს, როცა ქვეყანაში კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება, ანუ ადამიანების რაღაც რაოდენობას ავცრით. უნდა მივეჩვიოთ, რომ პირბადე, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტიც - ერთი წელი დაგვჭირდება“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system