თავში

რამდენ ხანს შეუქმნის კორონავირუსი პრობლემებს სამყაროს - ამირან გამყრელიძის პროგნოზი

რამდენ ხანს შეუქმნის კორონავირუსი პრობლემებს სამყაროს - ამირან გამყრელიძის პროგნოზი
რამდენ ხანს შეუქმნის კორონავირუსი პრობლემებს სამყაროს - ამირან გამყრელიძის პროგნოზი

ყველანაირი პროგნოზით, კორონავირუსული ინფექცია არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც ერთ და არც ხუთ თვეში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი სამყაროს გარკვეულ პრობლემებს კიდევ ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში შეუქმნის და შეუძლებელია, ასე ხანგრძლივად ეკონომიკა ჩაკეტილი იყოს. 

„რეგულაციების შემსუბუქების პროცესში ინფექციის გავრცელების რისკი, ცხადია, იზრდება, მაგრამ ქვეყნები და ეკონომიკები ჩაკეტილი ვერ იქნება. ყველანაირი პროგნოზით, კორონავირუსული ინფექცია არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც ერთ და არც ხუთ თვეში. ის, ალბათ, ჩვენ და მთელ სამყაროს გარკვეულ პრობლემებს კიდევ ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში შეუქმნის, სანამ არ იქნება ეფექტური ვაქცინა და ეფექტური წამალი. ამიტომ ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ძალაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანდათან უნდა გავზარდოთ მობილობა. ამის პარალელურად ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა აუცილებელია. ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს – ყოველდღიურად 10, 15, 20 შემთხვევა – ეს ჯანდაცვის სექტორისთვის დიდი პრობლემა არ გახლავთ და ამ შემთხვევებს საკმაოდ კარგად მართავს. დაახლოებით, ამ ჩარჩოში უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system