თავში

რამდენ ხანში შეიძლება დაინფიცირდეს კოვიდ-გამოჯანმრთელებული პაციენტი მეორედ

რამდენ ხანში შეიძლება დაინფიცირდეს კოვიდ-გამოჯანმრთელებული პაციენტი მეორედ
რამდენ ხანში შეიძლება დაინფიცირდეს კოვიდ-გამოჯანმრთელებული პაციენტი მეორედ

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების ფაქტები მცირეა, თუმცა დაფიქსირდა შემთხვევები, როცა გამოჯანმრთელებული პაციენტი მალევე დაინფიცირდა და დაავადებაც უფრო მწვავედ წავიდა, ვიდრე პირველი ინფიცირების დროს. 

"საბედნიეროდ მასობრივად რეინფიცირების შემთხვევები არ ფიქსირდება. თუმცა მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მარტში ინფიცირებული ივლისში ისევ გახდა ავად და ყველაზე რთული ის იყო, რომ მეორე ინფექცია უფრო რთულად წაუვიდა, ვიდრე პირველი. კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით არა მარტო ანტისხეულები, უჯრედული იმუნიტეტის სიმყარეც კი ნახეს, როდესაც პაციენტების დიდი ნაწილი მინიმუმ 6-8 თვე იქნება დაცული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ვიქნებით დაცული, ამის გარანტია იქნება განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system