თავში

რამდენ პროცენტს გადააქვს მძიმედ კორონავირუსი საქართველოში

რამდენ პროცენტს გადააქვს მძიმედ კორონავირუსი საქართველოში
რამდენ პროცენტს გადააქვს მძიმედ კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობას ვირუსი მსუბუქად გადააქვს. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კოვიდდადასტურებულთა 87%-ის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალოა.

11%-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 2% კი, კრიტიკულად მძიმეა.

შეგახსენებთ, დღევანდელი მონაცემებით ინფიცირებული 986 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აქედან, 452 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 801 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 118 690-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system