თავში

რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე
რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 564-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 47 949 მოქალაქემ გაიარა.

დღეიდან საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 18 წელს გადაცილებულ ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა. 

დეტალური ინფორმაცია "სინოფარმის" შემადგენლობისა და გვერდითი მოვლენების შესახებ იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე.

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციისთვის - ინსტრუქცია.

ცნობისთვის, 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო. Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა კი საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. 30 მარტს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. ამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაციის უფლება მიიღეს 65 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა, ხოლო მოგვიანებით ასაკობრივი ზღვარი 55 წლამდე შემცირდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system