თავში

რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში

რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში
რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 7 822 ადამიანია აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად, მოქალაქეები booking.moh.gov.ge-ზე უნდა დარეგისტრირდნენ. 

ცნობისთვის, კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა. ამასთან, ვაქცინას მიიღებენ დიალიზზე მყოფი პაციენტები.

30 მარტს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც, ხოლო უახლოეს მომავალში ასაკობრივი ზღვარი 55 წლამდე დაიწევს. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე.

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციისთვის - ინსტრუქცია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system